|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეორე ქართველი უმდიდრესი ადამიანი Forbes-ის რეიტინგებში დაწინაურდა

გასული წლის აპრილში Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მეორე ქართველი მილიარდერი გამოჩნდა – 45 წლის მიხეილ ლომთაძე, ყაზახური ფინტექკომპანია Kaspi-ს წილის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი.

მიხეილ ლომთაძე $3.7 მილიარდით Forbes-ის სიაში 22 აპრილისთვის 828-ე პოზიციას იკავებდა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი $4.8 მილიარდით 602-ე ადგილზე იყო.

დღევანდელი მონაცემებით კი ლომთაძე Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 743-ე პოზიციაზეა და მისი ქონება 4.2 მლრდ დოლარად არის შეფასებული. 

მიხეილ ლომთაძე ბათუმშია დაბადებული 1975 წლის 17 ოქტომბერს, მიღებული აქვს BBA ხარისხი (ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი) მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში (საქართველო) 1997 წელს და MBA ხარისხი (ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი) ჰარვარდის ბიზნესსკოლაში( Harvard Business School) 2002 წელს.

მიხეილ ლომთაძემ ბიზნესსაქმიანობა საქართველოში დაიწყო, ამჟამად კი ყაზახეთში იმყოფება – იგი ყაზახური ტექნოლოგიური კომპანია Kaspi.kz-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. კომპანიის მფლობელები მილიარდერები გასული წლის ოქტომბერში გახდნენ, Kaspi.kz-ის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შედეგად. Forbes-ის მიერ ბანკის თანადამფუძნებელ ვიაჩესლავ კიმის ქონება 2020 წლის ნოემბრის ბოლოს $2.5 მილიარდად იყო შეფასებული, ხოლო მთავარი აღმასრულებელი დირექტორისა და თანადამაარსებლის, მიხეილ ლომთაძის – $2 მილიარდად. გამოდის, რომ სულ რაღაც 6 თვეში მიხეილ ლომთაძის ქონება 2,2 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.

 

ავტორი:

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა