|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერაბ მეშველიანმა ქუთაისის საკრებულოს შემადგენლობა დატოვა

ქუთაისის საკრებულოს წევრმა „ევროპული საქართველოდან“  მერაბ მეშველიანმა საკრებულო დატოვა.

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი  დავით გოგისვანიძე განმარტავს, რომ   გადაწყვეტილება  თვითმმართველობის არჩევნების დროს  პარტიის მიერ შემოღებულ როტაციის  წესს უკავშირდება.

"ევროპულ საკრებულოს" გვქონდა შიდა წესი, რომელსაც კველა წევრმა მოაწერა ხელი. ამ წესის თანახმად, მერაბ მეშველიან როტაცია უწევდა. მისი შემცვლელი კოტე რატიანი გახდება"- განაცხადა გოგისვანიძემ. 

მისი თქმით,  მერაბ  მეშველიანი  კვლავ „ევროპული საქართველოს“ გუნდის წევრად რჩება.  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა