|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესის გადასახადების დამალვისთვის პატიმრობა მიესაჯა

 ბარსელონისა და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, ლიონელ მესის გადასახადების დამალვისთვის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

უცხოური მედია  წერს, რომ პატიმრობა მიესაჯა ფეხბურთელის მამასაც, რომლის ხელშეწყობით მესიმ 2007-2009 წლებში   4,5 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის შემოსავალი დამალა და გადასახადების გადახდას აარიდა თავი.

არსებული ინფორმაციით, მესიმ შემოსავლების დასამალად  ბელიზისა და ურუგვაის  ოფშორები გამოიყენა.

ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, 2 წელზე ნაკლები სასჯელი შეიძლება პირობითი მსჯავრით შეიცვალოს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა