|
  • EUR 1 = GEL 3.984
  • USD 1 = GEL 3.3253
|

მეწარმე ქალის მიერ რაჭაში აღდგენილი კაბისტონის მევენახეობა

სოფო სამთელიძე ქალი მეწარმეა მაღალმთიანი რაჭიდან. ახალგაზრდა ქალი ქუთაისში დაიბადა, თუმცა წლების შემდეგ გადაწყვიტა მშობლიურ რაჭას დაბრუნებოდა და საკუთარ სოფელში მევენახეობა აღედგინა. 

რამდენიმე წლის წინ სოფომ  მშობლიურ სოფელში უნიკალური და იშვიათი ვაზის ჯიშის კაბისტონის მოშენება დაეწყო. დღეს ნინო იშვიათ ჯიშის ყურძენს უვლის და საკუთარ მცირე საწარმოში ხვანჩკარასა და ალექსანდროულს აწარმოებს.  ახალგაზრდა მეწარმის ღვინო წარმატებით იყიდება როგორც შიდა ბაზარზე ასევე ექსპორტზეც გავიდა.

წარმოშობით ვარ რაჭიდან.  ბიზნესაც ამ კუთხეში ვაწარმოებ. მაქვს მცირე საოჯახო მეღვინეობა. ბოლო 5 წელია დაკავებული ვარ მევენახეობა -  მეღვინეობით. რამოდენიმე წელია რაჭაში გავაშენე  იშვიათი ჯიშის ვაზი კაბისტონი. გვაქვს ძველი ვენახიც. აქ მოწეული ყურძნით ვაყენებთ ღვინოებს: ,,ხვანჭკარას“ და ,,ალექსანდროულს“. ჩვენი ოჯახის ღვინო, წარმოდგენილია როგორც შიდა ბაზარზე, ასევე გაგვაქვს ექსპორტზე.

წელს სოფომ წარმოება კიდევ უფრო გააფართოვა და პირველად საკუთარ სახელობის ღვინო სოფიასაც ჩამოასხამს. ბიზნესის გაფართოებასთან ერთად ახალგაზრდა მეწარმე აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროექტებში და ცდილობს უფრო მეტი ცოდნა შეიძინოს, რომ რაც შეიძლება წარმატებული გახადოს საკუთარი ბიზნესი. ამ მიზნით სოფო აქტირად ჩაერთო პროექტ USAID YES-Georgia-ის, ფარგლებში დაგეგმილ Buzz Georgia-ს ტრენინგებში და ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეც გახდა.

„ბაზ-ჯორჯიას ტრენინგების მეშვეობით საოცარი მეწარმე ქალბატონები გავიცანი. მათი ისტორიების, მიზნების და განვლილი გზის გაცნობამ, დიდი მოტივაცია მომცა, ბევრი ვაკეთო და მეტად განვვითარდეთ.  ტრენერებისაგან კი, ბევრი საჭირო რჩევა მივიღე, რაც ძალიან დამეხმარა ბიზნესის სწორად დაგეგმვაში,“ - ამბობს ახალგზრდა მეწარმე.

საქართველოში, Buzz Georgia USAIDის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში (YES-Georgia)“ კომპონენტია, YES-Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი. 

ავტორი: ნიუპრესი