|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მილიონები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის - ვის და რას ემსახურება უწყება?

2015-2021 წლებში სუსს 800 მილიონი ლარი გადავუხადეთ, აქედან 559 ლილიონი ხელფასებში დაიხარჯა , სუსის დაფინანსება ყოველწლიუად იზრდება - აცხადებს  მედიაპროექტი "ფლანგვის დეტექტორი" , რომელიც  სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის  საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

მედიაპროექტის განცხადებით, უწყება რეალურად თავის ქმედებებით უმძიმესად ლახავს ადამიანის უფლებებს და სახელმწიფოში მასობრივი კონტროლისა დამყარებას ემსახურება.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წელს შეიქმნა “საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფის” მისიით.

სახელმწიფო უსაფრთხოების კანონის თანახმად, სუსი “დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მქონე” უნდა ყოფილიყო.
 2015 წლიდან სუს-ის უფროსის თანამდებობას ვახტანგ გომელაური იკავებდა, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის დაცვას ხელმძღვანელობდა.
სუს-ის ამჟამინდელი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, 2004-2016 წლებში ბიძინა ივანიშვილის კერძო კომპანიებში, შპს ბურჯში და ქართუ-ჯგუფში მუშაობდა.
 კერძო პოლიტიკური მიზნებისთვის მოქალაქეთა უკანონო მიყურადება უმძიმესად ლახავს ადამიანის უფლებებს და სახელმწიფოში მასობრივი კონტროლისა დამყარებას ემსახურება.
მიუხედავად სუს-ის თანამშრომელთა უცვლელი რაოდენობისა, უწყების დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება: 2015 წელს 37 მილიონი ლარით დაფინანსდა, 2021 წელს კი უკვე 137 მილიონი ლარით"- ნათქვამია მედიაპროექტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: ნიუპრესი