|
  • EUR 1 = GEL 4.0709
  • USD 1 = GEL 3.4235
|

მირჩევნია ბრძოლა როგორც გოგი წულაიამ, ისე გავაგრძელო - წულაიამ პარტია დატოვა

გოგი წულაიამ პარტია "თავისუფალი საქართველო" დატოვა. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე წასვლის მიზეზად ბრძოლაში თავისუფლება დაასახელა.

წულაიას თქმით, ამ ეტაპზე ხელისუფლებასთან ბრძოლისთვის სამოქალო აქტიურობას გააგრძელებს და შესაძლოა, შემდგომ რომელიმე პარტიაში გაერთიანდეს, ან საკუთარი პარტია ჩამოაყალიბოს.

"სიამაყით ვიხსენებ იმ წლებს, როდესაც კახასთან ერთად ამ პარტიას ვაკეთებდი და ვიყავით ოპოზიციაში, მრავალი წელია ერთად ვიბრძვით. დადგა ის ეტაპი, როდესაც გადავწყვიტე პარტიიდან გავიდე და სხვა ამპლუით ვებრძოლო ამ ხელისუფლებას, სრულ გამარჯვებამდე. მირჩევნია, როგორც გოგი წულაიამ, ისე ვიბრძოლო სხვადასხვა პრობლემაზე. პარტიაში თავისუფლება იყო, მაგრამ მაქვს ამბიცია, რომ ცალკე უფრო მოვახდენ თავის რეალიზებას. შემდეგ შეიძლება ვიფიქრო, რამე პარტიის ჩამოყალიბებაზე, ან შესაძლოა, მიხილოთ რომელიმე არსებულ პარტიაში"-განაცხადა გოგი წულაიამ.

მისი თქმით, ბრიფინგი პარლამენტის ყოფილ შენობასთან სიმბოლურად გამართა, რადგან თვლის, რომ პარლამენტის ადგილი ქუთაისშია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი