|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მის საქართველოს“ მონაწილეებს ქუთაისის მერმა უმასპინძლა

სილამაზის კონკურსის „მის საქართველოს-2015“ მონაწილეები ქუთაისში იმყოფებიან. კონკურსანტები და ორგანიზატორები დღეს ქალაქის მერმა თვითმმართველობაში მიიღო და მათ წარმატება უსურვა. კონკურსანტები დასკვნით ღონისძიებამდე საქართველოს სხვადასხვა ქალაქს ეწვევიან და ქალაქების ღირსშესანიშნავ ადგილებს დაათვალიერებენ.

„კონკურსის მონაწილეები მიდიან სხვადასხვა ქალაქში, ერთ-ერთი შერჩეული ქალაქი ქუთაისი იყო, რაც სასიამოვნოა. ვუმასპინძლეთ კონკურსანტებს და მათ სამომავლო გეგმებს გავეცანით. მოხარული ვარ, რომ ამდენ ლამაზმანს ვუმასპინძლეთ. დღის ბოლოს კი სტუმრები „პრომეთეს მღვიმეს“ მოინახულებენ“, -განაცხადა შოთა მურღულიამ.

შეგახსენებთ, რომ „მის საქართველო-2015“-ის მონაწილეების ქუთაისში გადაადგილებისა და სასტუმრობს ხარჯებს ქალაქი ფარავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 170 ლარი გამოიყო.

დასკვნითი ღონისძიება ბათუმში პირველ ნოემბერს ტარდება, მასში მონაწილეობას 25 კონკურსანტი მიიღებს.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა