|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მიხეილ სააკაშვილმა, შესაძლოა, გონება ნებისმიერ დროს დაკარგოს"

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკვე 28 დღეა შიმშილობს, შესაძლოა, გონება ნებისმიერ დროს დაკარგოს- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ  განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ის უარს ამბობს ანალიზების გაკეთებაზე რაც მისთვის დამატებითი შეზღუდვბის დაწესებას უკავშირდება. 

„რამდენიმე დღის წინ სასიცოცხლო ნიშნული ზღვარს ქვემოთ იყო ჩამოსული, მაგრამ მედიკამენტოზური ჩარევით ეს დარეგულირდა და დაბალანსდა. დღეს ამას ვეღარ ვიგებთ, რადგან ანალიზებზე უარს ამბობს და გაურკვეველ ვითარებაში ვვარდებით, რადგან არ ვიცით, რომელიმე სასიცოცხლო ნიშნული ზღვარს ქვემოთ არის თუ არა. მას გადაადგილებაც უჭირს, რადგან ყოველგვარ გადასხმაზე უარს ამბობს, შესაბამისად, ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება", - განაცხადა გელხაურმა.

 

 

 

 

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა