|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოგებული არჩევნები წაგვართვეს, მეორე ტურები გადმოგვიგდეს და კმაყოფილები ვართ - ნიკა ნარსია

მოგებული არჩევნები წაგვართვეს, მეორე ტურები გადმოგვიგდეს და კმაყოფილები ვართ - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა ნარსია, რომელიც კენჭს ქუთაისში ქალაქ-მუზეუმის სამაჟორიტარო ოლქში იყრიდა, თუმცა ვერ გაიმარჯვა. 
 

როგორც ის სოციალურ ქსელში წევრს, არჩევნები ტოტალურად გააყალბეს, თუმცა მეორე ტურის დროს ხელისუფლება უარესს გააკეთებს. 

"გაავრეცელთ/გააზიარეთ, მთლიანად მოგებული არჩევნები წაგვართვეს/ მეორე ტურები გადმოგვიგდეს და კმაყოფილები ვართ/ ოცნება უფრო-ლეგიტიმაცია 43% გადალახა(არავინ ყვირის) და არჩევნებიც "დემოკრატიულად შეფასდება. 

ამას ქვია შოუ სუსის შესრულებით, 
მიშა კი ციხეში!....
ტოტალიტარიზმი და დიქტატურა აწი ნახეთ თქვენ!!!
მართლა გააყალბეს უკიდეგანოდ/80-120 ხმა ჩაყარეს-კარუსელები ატრიალეს სადაც გაუვიდათ,  მიუხედავად იმისა თვითმართველობის არჩევნებზე საპარლამენტო შედეგზე 40-60 ხმით მეტი დავდეთ (თვითმართველობაზე ბევრად ნაკლები მოდის) ამის მიუხედავად და ბევრიც გააბათილეს!!!
უბნებზე სადაც მაგ.
2020-ში უბანზე თუ გვქონდა 170 ხმა წელს 2021: იყო 234 და ა.შ. ანუ ბევრად მეტმა მოგვცა ხმა,  ვიდრე შარშან და დიახ სრულად უარი უთხრა ქართველმა ხალხმა "ქართულ ოცნებას"ყველა დიდ ქალაქში!.."- წერს ნარსია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. 
 

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა