|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მოკლეფეხებიანი ბიძინა“ - აქცია პერფორმანსი ქუთაისში

„მოკლეფეხებიანი ბიძინა“ - ამ სახელწოდების აქცია-პერფორმანსი ქუთაისში გაიმართა. სამოქალაქო მოძრაობის „გაბედე“ წევრებმა სააპელაციო სასამართლოს შენობის წინ თოჯინა სახელწოდებით „მოკლეფეხებიანი ბიძინა“ მიიტანეს.


მოძრაობის წევრების თქმით, 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ხალხს მუდმივად ატყუებს, ხოლო სასამართლო ახალგაზრდებს გამოგონილი ბრალდებებით ასამართლებს.


აქცია- პერფორმანსს ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი წევრი ირაკლი კიკვაძე შეუერთდა. მისი თქმით, ივანიშვილმა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე მიიყვანა.

სააპელაციო სასამართლოს დაცვამ ჭიშკარზე მიმაგრებული სათამაშო ჩამოხსნა და აქტივისტებს ტერიტორიის დატოვება მოთხოვა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა