|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მონებს შორის გამორჩეული მონების აჯანყების არავის სჯერა" -აქცია ქუთაისში

"გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ ივანიშვილო", "35 გავრილოვი"- პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას ქუთაისში აქციით გამოეხმაურენ.

სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წევრები ცენტრალური მოედანზე შეიკრიბნენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ერთადერთი დაპირებაც არ შეასრულა და მოქალაქეები კვალავ მოატყუა. აქციის მონაწილეების თქმით, ამ ტყუილს "ქართულ ოცნებას" არ აპატიებენ.

"მონებს შორის ყველაზე გამორჩეული მონების აჯანყების არავის სჯერა, ეს არის დადგმული სპექტაკლი, რომ ეს დაპირება არ შესრულებულიყო. მოვითხოვთ, კორუმპირებული მთავრობა გადადგეს. მათ გავრილოვის ღამის შემდეგ მეორედ მოგვატყუეს და სულში ჩაგვაფურთხეს. ამას არ ვაპატიებთ, აქციები გაგრძელდება, ვიდრე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავალთ"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათი თქმით, მოგვიანებით ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის ბიუროსთან გადაინაცვლებენ და მის დღევანდელ ქმედებას გააპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი გაგრძელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა