მოქალაქეთა მიერ შერჩეული სამი პროექტი, რომელიც 2020 წელს ქუთაისში განხორციელდება
                                                                                                                    
                
ქუთაისის მერიისათვის მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი ინიციატივებიდან სამი გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. პროექტისთვის საჯარო ხმის მიცემა volis.kutaisi.gov.ge-ზე 8 ნოემბერს დასრულდა.
მერიის პირობის თანახმად, გამარჯვებულ პროექტებს ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტი დააფინანსებს.
გამარჯვებული პროექტებია:
 N65 - ხელოვნების პლენერი “ქუთაისი 2020“ - ივანე გოშხეთელიანის პროექტი, 
 N64 - მდინარე წყალწითელას სანაპიროს მოწესრიგება.  პროექტის ავტორი გაგა ამბროლაძეა.
 N30 - მიწისქვეშა გადასასვლელის ( ჭავჭავაძის, ნიკეას და ლ.ასათიანის ქუჩების გადაკვეთა) მოწესრიგება და იქ „ანდეგრაუნდ“ საგამოფენო -გასართობი სივრცის შექმნა. პროექტის ავტორია მაგდა ფურცხვანიძე.
ქუთაისის მერიის მრჩეველთა საბჭოს მიერ ღია კენჭისყრის შედეგად შერჩეულ პროექტებს შორის წარმოდგენილი საკითხები ქუთაისის იერ-სახესა და მის ტურისტულ მიმზიდვბელობას უკავშირდება.
ავტორი: ირინა მაკარიძე





18:30
16:36
10:58
23:12
12:36
















