|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოშიმშილეთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

"თავისუფალი ზონის" დაკავებული წევრების გათავისუფლების მოთხოვნით მათი მხარდამჭერები უკვე მეორე დღეა შიმშილობენ.  აქცია ქუთაისში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარეობს. მოშიმშილეთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. აქციის მონაწილეები ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. "თავისუფალი ზონის" წევრების სასამართლო პროცესი 11.00 საათზეა ჩანიშნული. დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის  239-ე მუხლი აქვს მიყენებული, რაც ხულიგნობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"თავისუფალი ზონის" სამი წევრის დაკავების მიზეზი რამდენიმე დღის წინ პარლამენტის წინ "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქციაზე დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისათვის შეურაცხყოფა გახდა. 

დაკავებულს მხარს აქტიურად უჭერენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა