|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი, საჭირო გახდა დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს - პაატა ბურჭულაძე

ქუთაისის ოპერის თეატრში არშემდგარი შეხვედრის შესახებ მომხდარის დეტალებს სოციალურ ქსელში მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე ეხმიანება. 

"ქუთაისის საოპერო თეატრიდან ჩემი ძვირფასი მეგობრები მირეკავენ მომხდართან დაკავშირებით. დღეს მინდოდა თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის გაეცნოთ საკუთარი პრობლემები, ამიტომ მივედით თეატრთან, ვიცოდით რომ რეპეტიცია იყო დანიშნული. იქ კი ისე უცნაურად დაემთხვა, რომ როგორც კი გახდა ცნობილი ჩვენი მისვლის შესახებ, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი, საჭირო გახდა დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს. რატომღაც არც საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა ინება ჩემთან შეხვედრა. არ იღელვოთ ჩემო მეგობრებო, ესეც გადაივლის და მე აუცილებლად მოვალ თქვენთან და რითაც შემეძლება გვერდით დაგიდგებით", - წერს პაატა ბურჭულაძე. 

 ინფორმაცია იმის შესახებ,  რომ პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა შუშანიამ გაავრცელა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა