|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოვითხოვ მონ პლეზირის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას -ირაკლი კიკვაძე

ლეიბორისტული პარტია” ქუთაისის ცენტრში მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებს. ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ირაკლი კიკვაძემ მონ პლეზირის თაღის მიმდებარედ ბრიფინგი გამართა.

ირაკლი კიკვაძის განცხადებით, ადგილზე ფილების უმეტესობა აყრილია და წვიმის დროს მოქალაქეებს პრობლემა ექმნებათ. მისი თქმით, ხელისუფლებამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს.

“ეს ადგილი ყველაზე პოპულარული და დატვირთულია და ყველაზე საყვარელ ტურისტულ ობიექტად ჩამოყალიბდა. მეორე წელია, საფარი დაზიანებულია და მდგრადობა დაკარგული აქვს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა წვიმის დროს, როცა გავივლით და ნაპრალებიდან წყალი ასხამს. მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობა მიმდინარეობს და მოვითხოვ, მასში ამ საფარის სრული რეაბილიტაცია შევიდეს,”-ამბობს ირაკლი კიკვაძე.

კიკვაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობას აღნიშნული ტერიტორიის მოწყობა ბიუჯეტში არსებული ტურისტული რეაბილიტაციის პროგრამით შეეძლო. მისი განმარტებით, მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციით, 2019 წელს ამ პროგრამაში არსებული 400 000 ლარის ათვისება არ მოხდა. ტურისტული ობიექტების მოწესრიგების მიზნით განკუთვნილი თანხიდან მხოლოდ  3 700 ლარი დაიხარჯა,  დარჩენილი თანხის ათვისება კი ვერ მოხდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა