|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მოვუწოდებ, თავი შეიკაონ ძალადობის პროვოცირებისგან და ძალადობისგან" - ზვიად შალამბერიძე

"მოვუწოდებ თავი შეიკაონ ძალადობის პროვოცირებისგან და ძალადობისგან"- აცხადებს იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ქუთაისში დღეს  ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. გუბენატორის განცხადებით, ძალადობის შემთხვევაში მოხდება სამართლებრიცვი რეაგირება.

"საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და კანონის ფარგლებში ყველას შეუძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.
შეურაცხყოფა და აგრესია, რიგ შემთხვევებში საპასუხო ქმედებას იწვევს, ამიტომ ყველას მოვუწოდებ თავი შეიკაონ ძალადობის პროვოცირებისგან და ძალადობისგან.
ყოველგვარი დაპირისპირება, ძალადობა და ძალადობის პროვოცირება ჩვენთვის მიუღებელია.

კანონის ფარგლებში მოქმედება ყველა მოქალაქის ვალდებულებაა და ამ ჩარჩოებიდან გასვლას ბუნებრივია მოყვება სამართლებრივი რეაგირება. ჩვენი ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და იმედი მაქვს, დაგეგმილი აქცია ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობას არ შეაფერხებს"-აცხადებს იმერეთის გუბერნატორი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა