|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაბედეს" წევრის დაჯარიმების საქმეზე სასამართლო განხილვა ხვალ გაიმართება

 ქუთაისში მოძრაობა "გაბედეს" წევრი მიხეილ გეგეშიძის დაჯარიმების საქმეზე  სასამართლო განხილვა საქალაქო სასამართლოში ხვალ გაიმართება. 

გეგეშიძის თქმით, 3 თებერვალს ქუთაისის ადმინისრაციული შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციის გამო მას  500 ლარის ოდენობით ჯარიმა გამოწერეს. ის შერჩევით სამართალზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჯარიმა უსაფუძვლოდ დაეკისრა.  

გეგეშიძის ბრალდებას ადგილობრივი თვითმმართველობიდან ეკა გრიგოლაშვილი პასუხობს. მერიის  ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის თქმით, ჯარიმის გამოწერა  შენობაზე წარწერების გაკეთებას უკავშირდება. 

 "ადმინსტრაციული სამარალდარღვევის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, რაც გულისხმობს თვითმმართველი ერთეულის იერ-სახის დამახინჯებას და ფიზიკური პირის შემთხვევაში  500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს, ასევე ათასი ლარით დაჯარიმდება ფიზიკური პირი განმეორებითი ქმედების შემთხვევაში, "- განაცხადა ეკა გრიგოლაშვილმა. 

შეგახსენებთ, 3 თებერვალს მერიის წინ აქცია გაიმართა,  ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. 

 

ავტორი: ნიუპრესი