|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მრავალშვილიანი ოჯახები საკუთარი ბიზნესის გასაძლიერებლად დახმარებას მიიღებენ

ქუთაისის მერია მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით პროექტის ახალ ეტაპს იწყებს.

პროექტის ფარგლებში შეირჩევა და გადამზადდება მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც შემდეგ გრანტის სახით მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას საკუთარი ბიზნესის გასაძლიერებლად.

მერიამ უკვე გამოაცხადა კონკურსი იმ ორგანიზაციის შესარჩევად, რომელიც ოპერირებას გაუწევს ამ პროექტს. ასევე ცხადდება კონკურსი მერიის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელშეწყობის პროგრამაზე. გამოცხადდა კონკურსი იმ ორგანიზაციის შესარჩევად, რომელიც განახორცილებს საქმიანობას შშმ პირთა გადამზადების და დასაქმების კუთხით.

ქუთაისის მერია უკვე 2 წელია ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომელიც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისკენ.

კონკურსი არის ღია და საჯარო. კონკურსში განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 28 თებერვალი. გამარჯვებული კი 20 მარტისთვის გამოვლინდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა