|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაატა ბურჭულაძე ქუთაისში ხატია დეკანოიძის მხარდასაჭერად იმყოფება

მაოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე ქუთაისში იმყოფება და  ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის წინ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას ხვდება.
 
პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ის ქუთაისში ცვლილებების მხარდასაჭერად ჩამოვიდა. 
 
"ჩამოვედი ქუთაისში,  რომ მხარი დავუჭირო ქუთაისის ნათელ მომავალს ხატია დეკანოიძის ხელმძღვანელობით. ქუთაისში ცვლილებებისთვის ძალიან კარგი ატმოსფეროა, მთელი ქუთაისი ელოდება 30 ოქტომბერს, წარმატება გარდაუვალია!!!"- წერს ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.
 
 ის დღეს სიტყვითაც გამოვა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პრეზენტაციაზე, სადაც  ქუთაისის მერობის ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი ხატია დეკანოიძე  ქუთაისის კოალიციურ კაბინეტსა და ქუთაისის განვითარების  ხედვას  წარადგენს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა