|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მწერალი რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა

ქართველი მწერალი, დრამატურგი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა. სტუდენტობისას უნივერსიტეტის ალმანახ „პირველ სხივში“ და ახალგაზრდულ ჟურნალ «ცისკარში» გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები.   გამოქვეყნებული აქვს მხატვრული წიგნები (ტომეულები, კრებულები და სხვა) მრავალათასიანი (60000) ტირაჟებით, ცხადია, ქართულად, რუსულად და უცხო ენებზედაც მცირედად). მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია კინოსურათები. ერთ-ერთ მათგანს, "ცისფერ მთებს" 1984 წელს მიენიჭა (სცენარისტს, დამდგმელ რეჟისორს, ოპერატორს და სხვა) საპჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია; რეზო ჭიშვილმა  2012 წელს მიიღი პრემია საბა ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 

„ადამიანში იმდენივე სიკეთეა, რამდენიც ბოროტება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თანამოძმეს ვერასოდეს ვაპატიებ ღალატსა და სულმოკლეობას. ყოველთვის მიშლის ხელს ის, რაც არა მაქვს.არასოდეს ვიბრძვი საკუთარი სახელის განდიდებისთვის, რადგან ვთვლი, რომ ამას ყველაზე უფრო კარგად მოახერხებს დრო, რომელიც არასოდეოს, არაფერში ცდება. მიუხედავად მწერლობისა, ვფიქრობ, რომ უფლება არა მაქვს კაცობრიობას დაველაპარაკო. მაგრამ, თუ ეს უკანასკნელი მოისურვებს გაიგოს, რა მისცა ქვეყნიერებას საქართველომ ჩემს დროში, წინ დავუდებ ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელს“ და აკაკის „გამზრდელს“, რომლებიც, კაცობრიობის ზნეობის გამოხატულების სულიერი „ბიბლიაა“!“, - წერდა რეზო ჭეიშვილი. იგი 1933 წელის 24 აპრილს ქუთაისში დაიბადა. 2013 წელს მესხიშვილის თეატრში დიდი მწერლის 80 წლის იუბილე აღინიშნა, რომელსაც თავად მწერალი ესწრებოდა.

 

  

ავტორი: ანა ჯიქია