|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მზად ვართ შევხვდეთ მინისტრებს, თუმცა ნამახვანჰესი არ უნდა აშენდეს"

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები მთავრობის წარმომადგენლებთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამენ. მათი თქმით, შეხვდებიან მინისტრებს და მათ პოზიციებს გაეცნობიან, თუმცა ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება, უნდა გაუქმდეს ჰესის მშენებლობის ბრაძანება და კომპანია "ენკამ" რიონისხეობა უნდა დატოვოს.

რიონისხეობის მცხოვრებლებს მოსალოდნელი შეხვედრის შედეგებზე საუბარი უჭირთ, რადგან ამბობენ, რომ არ იციან, მინისტრები რა შეთავაზებებით ჩავლენ.

"ცოტა ხნის წინ გავეცანით პრემიერის განცხადებას. ჩვენც მზად ვართ, შევხვდებით, მოვისმენთ მათ შემოთავაზებას. ჯერ ვერაფერს ვიტყვით, რადგან არ ვიცით, რა წინადადები აქვთ, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა უცვლელი რჩება, უნდა გაუქმდეს ჰესის მშენებლობის ბრძანება და კომპანია "ენკამ" უნდა დატოვოს ხეობა. დანარჩენზე საუბარს შეხვედრის შემდეგ შევძლებთ", - აცხადებენ ადგილობრივები.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა