ტურისტულ რეგიონებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოიყო
ტურისტულ რეგიონებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებულია.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძირითადად საუბარია ისეთ დასახლებებზე, რომელსაც უნიკალური ტურისტული პოტენციალი აქვს და იმის გამო, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიაზე წვდომა არ აქვს, მათი განვითარება ფერხდება.
პროექტი USAID-ს მხარდაჭერიით ხორციელდება.
ცნობისთვის, მზის პანელების საწარმო - “AE Solar” ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შეიქმნა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა