|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალური მოძრაობის“ სიის ფორმირება რეგიონებში გაგრძელდება

"ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის  საარჩევნო სიას  დაახლოებით 10 დღეში გაასაჯაროებს. ამის შესახებ გუშინ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სერგო რატიანმა განუცხადა. მისი თქმით, სიის ფორმირების ძირითადი  ეტაპი შედგა, რის შემდეგაც  პროცესი რეგიონებში გაგრძელდება. 

სიის ფორმირების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, ვინ იქნებიან  პოლიტიკაში ახალი სახეები, რომლებიც საარჩევნო სიის პირველ ადგილებს დაიკავებენ.

„შედეგებს 10 დღის შემდეგ მოგახსენებთ. სიაში იქნებიან დემოკრატიულად შერჩეული კანდიდატები. ყველა რეგიონს საშუალება აქვს თავად წარმოადგინონ კანდიდატები. სწორედ ამით მოვიგებთ ჩვენ არჩევნებს და სახლში გავისტუმრებთ ბიძინა ივანიშვილს“, - აღნიშნა რატიანმა.

 სხდომაზე ოდესიდან მიხეილ სააკაშვილი „სკაიპით“ ჩაერთო.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა