|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები აქციას ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართავენ

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით,  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება გამოაცხადა.
როგორც „ნიუპრესს“ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა კოტე რატიანმა განუცხადა, ქუთაისში მოშიმშილე შვიდივე პიროვნება თბილისში გაემგზავრა. ისინი საპროტესტო აქციას  ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გააგრძელებენ. მათი  განცხადებით,  სოლოლაკში აქციას დღეს 19:00 საათზე დაიწყებენ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" და "თავისუფალი ზონის" 3 წევრს წინასწარი 2 ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებულებს ბრალად ედებათ დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა