|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სუს-ი დაკითხვაზე იბარებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს:"მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები მათ დღესვე გადაეცემათ."

"ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თხოვნით მიმართავს, მათი წარმომადგენლების დასაკითხად პარტიის ოფისში თავად მივიდნენ, რადგანაც წინასაარჩევნო პროცესიდან გამომდინარე გადატვირთული რეჟიმი აქვთ.

შეგახსენებთ, დღეს სოციალურ ქსელში ფარული ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკავშირი და "ნაციონალური მოძრაობის წევრები ფიგურირებენ. ჩანაწერს უკვე უწოდა მონტაჟი მიხეილ სააკაშვილმა. ჩანაწერის ავტენტურობას უარყოფენ პარტიის წევრებიც.

ავტორი: ნიუპრესი