|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს ხეობაში შესვლის უფლება პოლიციამ არ მისცა

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხეობაში შესვლა სცადეს. მათი თქმით, ბარიკადების მოხსნა მათ შესვლის უფლებად მიიღეს, ამიტომ მსვლელობის მოწყობა გადაწყვიტეს. მათ შესვლის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

პოლიციელების თქმით, გარკვეული საფრთხეები არსებობს, ამიტომ დღეს შესვლის უფლებას ვერ მისცემენ.

უარის შემდეგ აქტივისტებმა განაცხადეს, რომ რეალურად დაპირება არ შესრულდა და კიდევ ერთხელ მოატყუეს, ამასთან, განმარტავენ, რომ ხვალინდელ შეხვედრას დაელოდებიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა