|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე შესაძლოა სპეციალური მოსმენა გაიმართოს

პარლამენტში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე, შესაძლოა, სპეციალური მოსმენა გაიმართოს, სადაც მინისტრებს მოუსმენენ. ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიაზე უარს არ იტყვის.

“მიმდინარე კვირას დაგეგმილ “მინისტრის საათის“ ფორმატში შს მინისტრს უნდა მოვუსმინოთ. თუკი იქნება კონსულტაციები, შესაძლებელია, პარასკევს, პლენარული სხდომის ან კომიტეტის ფორმატში სხვა პროფილის მინისტრებს მოვუსმინოთ და მაღალი პრიორიტეტი სწორედ ამ საკითხს მივანიჭოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 შეგახსენებთ, რიონის ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახელეობა ეწინაარმდეგეება. მათ 28 თებერვალს ქუთაისში მძლავრი საპროტესტო აქცია გამართეს, რომელზეც ხელისუფლებას ინვესტორი კომპანიის ტერიტორიიდან გასაყვანად ორკვირიანი ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, "რიონის ხეობის მცველები"  ქუთაისის ცენტრალური მოედნის პიკეტირებით იმუქრებიან. 

ავტორი: ნიუპრესი