|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებს რიონის ხეობაში გადაადგილების უფლებას არ აძლევენ

ნამოხვანჰესის მოწონააღმდეგეებს რიონისხეობაში გადაადგილების უფლებას არ აძლევენ.

როგორც ისინი აცხადებენ, სამართალდამცველებმა მათი ავტომობილი გააჩერა და მიზეზად უსაფრთხოება დაასახელა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, შეზღუდვა სავარაუდოდ, ხეობაში დაგეგმილ აფეთქებას უკავშირდება და არ სურთ ადგილზე მოსახლეობის შეკრება.

მათი თქმით, გაუგებარია, თუ უსაფრთხოების ზომების დაცვა ხდება, რატომ უშვებენ სხვა ავტომობილებს, ისინი ხელისუფლებისგან განმარტებას მოითხოვენ.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა