|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნარჩენების მართვის ინოვაციური პროექტი დასრულდა

 ,,ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის შერჩეულ ქალაქებში“  პროექტი დასრულდა. პროექტის ფარგლებში დღეს შემაჯამაბელი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც პროექტის წარმომადგენლები ქალაქის მერი და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

შემაჯამებელ კონფერენციაზე იმ სამუშაოებზე ისაუბრეს, რაც გასული წლიდან დღემდე შესრულდა.

"პროექტის ფარგლებში არაერთი სამუშაო და პროგრამა განხორციელდა, ჩვენტან აქტიურად თანამშრომლობდა, როგორც თვითმმართველობა, ასევე სკოლები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მაგრამ ყველზე დიდი პროგრამა ნარჩენების დახარისხებულად შეგროვების კუთხით, ქალაქში 100 ურნის დადგმა იყო, რომლებშიც პლასტმასების შეგროვება ხდებოდა",–განაცხადა იმერეთის მხარის მეცნიერებათა კავშირის  "სპექტრი'' წარმომადგენლმა ქეთევან ცხაკაიამ.

პროექტი დადებითად შეაფასა შოთა მურღულიამ, რომელაც ნარჩენების დახარისხებულად მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

                                                                                                                           

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა