|
  • EUR 1 = GEL 4.0033
  • USD 1 = GEL 3.2987
|

ნაზი ჯანეზაშვილი 2020 წლის კატო მიქელაძის პრემიის ერთ-ერთი კანდიდატია

 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი 2020 წლის კატო მიქელაძის პრემიის ერთ-ერთი კანდიდატია.

ნაზი ჯანეზაშვილი  მრავალი წელია ხმამაღლა საუბრობს სასამართლო სისტემის პრობლემებზე: კლანურობაზე, ნეპოტიზმსა და გამჭვირვალობის ნაკლებობაზე. კრიტიკული პოზიციების გამო საბჭოს სხვა წევრების მხრიდან ხშირად არის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და თავდასხმის ობიექტი. თუმცა, როგორცთვითონ  ამბობს, იდეა, რომელსაც ემსახურება, მძიმე გარემოსთან გამკლავებაში ეხმარება.

 ცნობისთვის, "კატო მიქელაძის პრემია" ქალთა ფონდმა საქართველოში 2013 წელს დააწესა, რომელსაც ყოველწლიურად,  29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში. ქუთაისიდან ამ პრემიაზე წარდგეწნილი არიან ქუთაისის მერის ყოფილი მოადგილე ნინო თვალთვაძე და ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე.

ავტორი: ნიუპრესი