|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ორ კვირაში „ქართული ოცნების“ „ქომაგი“ დაფუძნდება

„ქართული ოცნების“ წარმომადგნელის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, დაახლოებით ორ კვირაში ქუთაისში დაფუძნდება ფონდი „ქომაგის“ ფილიალი. აღნიშნული ფონდი იმ  პირებს დაეხმარება, რომლებსაც  სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლებენ. ეს ადამიანები ყოველთვიურად  ფონდიდან ხელფასის ნომინალურ თანას მიიღებენ. გარდა ამისა, „ოცნების“ წარმომადგენლის თქმით, მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ, ერთი თვის ინტერვალში, ქუთაისში  სატელიტური თეფშების დარიგება დაიწყება.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე