|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კონტროლის პალატა: "ქომაგის" დაარსება შეშფოთებას იწვევს

კონტროლის პალატის აზრით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადება ფონდ "ქომაგის" დაარსების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შესაძლებლობას იძლევა. "ქომაგის" დაარსებისა და მისი საქმიანობის მიზნების შესახებ დღეს კონტროლის პალატამ  სპეციალური განცხადება გაავრცელა.

კონტროლის პალატის აზრით, ეს განცხადება, რომლის სუბიექტები, შინაარსი და ფორმა პოლიტიკური ხასიათითაა ნიშანდებული, დაუფარავად უშვებს პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შესაძლებლობას, რის გამოც იწვევს შეშფოთებას და მოითხოვს პრევენციულ რეაგირებას“ – აღნიშნულია კონტროლის პალატის განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური ყურადღებით დააკვირდება მოვლენების შემდგომ განვითარებას და კანონდარღვევის დადგენილ ფაქტებთან დაკავშირებით მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.

კონტროლის პალატა მოუწოდებს სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ასევე დაინტერესდნენ ამ განცხადებით, ვინაიდან პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობისა და ანგარიშგების სისტემის ეფექტიანობა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მათ აქტიურ ჩართულობაზე ამ პროცესში,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ფონდი "ქომაგი,  მიმდინარე წლის 30 აპრილს დაფუძნდა, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებულ და დაზარალებულ პირებს დამხარებას სთავაზობს. ფონდი დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას მოახდენს, ასევე, პოლიტიკური პატიმრების ოჯახებს გამოუყოფს 1500-დან 5000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას.

ქართული ოცნებისწარმომადგნელის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით,  დაახლოებით ორ კვირაში ფონდიქომაგისფილიალი ქუთაისშიც დაფუძნდება. 

ავტორი: newpress.ge