|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია გუბაზ სანიკიძეს რჩევას აძლევს

ქუთაისის ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე  ქალაქის მაჟორიტარს, გუბაზ სანიკიძეს მერიაში ხშირად სიარულს ურჩევს. ეს განცხადება ვიცე-მერმა მაჟორიტარის იმ ბრალდების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვით, დეპუტატის ბიუროდან მერიაში გაგზავნილი 500 განცხადებიდან ამ უკანასკნელს არც ერთი არ დაუკმაყოფილებია.

მაჟორიტარის შუამდგომლობით ერთჯერად მატერიალურ დახმარებაზე ერიაში 69 განცხადებაა შემოსული  და  აქედან ყველა დაკმაყოფილებულია. ასევე,  შემოსულია რამდენიმე შუამდგომლობა სამედიინო დახმრებაზე, სადაც მოქალაქე მისთვის საჭირო სამედიცინო სერვისის მისაღებად მერისგან თანადაფინანსებას ითხოვს. მათ შორის ის შუამდგომლობები, რომელიც სრული დოკუმენტაციით იყო წარმოდგენილი, ასევე დაკმაყოფილებულია,“- ამბობს ძოწენიძე.

გარდა ამისა, ვიცე-მერის განცხადებით, ბინით უზრუნველყოფის თაობაზე მერიაში მაჟორიტარის ბიუროდან  400 განცხადება შევიდა, თუმცა აქედან ვერცერთი ვერ დაკმაყოფილდა რადგან მერიას არ აქვს საბინაო ფონდი და "ყაზახეთში გაჭრილი კანალი". მე ვურჩევ ქალაქის მაჟორიტარს  ხშირად იაროს მერიაში, რომ მოქალაქეთა შუამდგომლობების ბედი მაინც გაიგოს,“ - ამბობს ძოწენიძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მაჟორიტარს ქალაქის მერიაში მისი კაბინეტის კარი „დაუსკოჩეს“. აღნიშნულის მიზეზად ქუთაისელმა შალვა კამლაძემ ის ფაქტი დაასახელა, რომ მაჟორიტარი სამი კვირაა მოქალაქეებთან შეხვედრას თავს სხვადასხვა მიზეზით არიდებს.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა