|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნებს პრემიების უკან დაბრუნებით ემუქრებიან

„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისის მერსა და მერიის სამსახურების უფროსებს პრემიის სახით აღებული თანხების უკან დაბრუნებით ემუქრება. აღნიშნული განცხადება წულაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ბრიფინგზე წულაიამ მერიის მაღალი თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების ამსახველი დოკუმენტაცია წარმოადგინა. როგორც ირკვევა, გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარე წლის მარტის  ჩათვლით ჩინოვნიკებზე დაახლოებით 60 000 ლარის ოდენობის პრემია გამოიწერა.

„პრემია მე მესმის, როდესაც საქმეს კარგად გააკეთებ და წაგახალისებენ, მაგრამ ამათ რა გააკეთეს. ქალაქის მერს ბესო ბრეგაძეს  თანამდებობაზე დანიშვნიდან ორ–სამ კვირაში 2 750 ლარის პრემია აქვს გამოწერილი,“ – ამბობს წულაია.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მერიის ჩინოვნიკებს თანამდებობების დატოვებისაკენ მოუწოდებს. 

„წინააღმდეგ შემთხვევაში  სასამართლოში შევიტან სარჩელს და მოვითხოვ  უკანონო მერის მიერ მივლინებებთან თუ პრემიებთან დაკავშირებით გამოწერილი ბრძანებების გაუქმებას. მათ უკანონოდ მიღებული ფულების დაბრუნება მოუწევთ. ამიტომ, ურჩევნიათ დროზე დაიწყონ თანხების შეგროვება,“ – ამბობს წულაია. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა