|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობაზე მძღოლები გაიფიცნენ

გეგუთში, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები გაიფიცნენ. მძღოლების გაფიცვის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ მათ დღიური ხელფასი შეუმცირეს.

როგორც გაფიცული მუშები აცხადებენ, ისინი ყოველდიურად 25 ლარს იღებდნენ. გუშინ კი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მათმა კომპანიამ, შპს „აკორდმა“ ხელფასი 5 ლარით შეუმცირა.

„გვითხრეს, გაგაფრთხილეთ და თქვენ დაგავიწყდათო, როდესაც ხელფასების შემცირებაზე არაფერი უთქვამთ. გვეუბნებიან, ვისაც არ გინდათ მუშაობა, წადით და მთავრობას მოკითხეთ, რადგან ეს კერძო კომპანია არისო,“- ამბობენ მუშები.

სამტრედია-ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლითი გზის მონაკვეთზე გაფიცული მუშები დაახლოებით ორი წელია მუშაობენ. ისინი აზერბაიჯანულმა ფირმამ, შპს „აკორდმა“ დაასაქმა.

მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებით, „აკორდის“ ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს.

  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა