|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში წყლის მიწოდება ხვალ 12:00 საათამდე არ აღდგება


ქუთაისის მოსახლეობას ამდროისათვის სასმელი წყალი არ მიეწოდება. წყლის მიწოდება სავარაუდოდ, ხვალ 12:00 საათამდე არ აღდგება.

"ძლიერმა ქარმა მწყობრიდან გამოიყვანა  უკანეთის მაღალი ძაბვის 110 კილოვოლტიანი საჰაერო ელექტრო სისტემა. რის გამოც, წყალმომარაგება შეუწყდა ქუთაისის მოსახლეობასა და ორგანიზაცია-დაწესებულებებს. სასმელი წყლის მიწოდება  აღდგება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრი ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის", – აცხადებენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრში.

კომპნიაში განმარტავენ, რომ არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად  საგანგებო  ჯგუფი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა