|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბინების მისაღებად დევნილთა 800 განცხადებიდან მხოლოდ 20 დაკმაყოფილდა

დევნილთა მინისტრი დავით დარახველიძე იმერეთის რეგიონში დევნილთა განსახლების საპილოტე პროექტის მიმდინარეობას გაეცნო. მინისტრმა უწყების იმერეთის სამმართევლოში ანკეტირების პროცესში თავად მიიღო მონაწილეობა. ასევექუთაისში ის შენობები დაათვალიერა, სადაც დევნილი ოჯახები შესახლდებიან.

დარახველიძის თქმით, საცხოვრებელ ფართებზე დევნილების მხრიდან მოთხოვნა დიდია. თუმცა ამ ეტაპზე სამმართველოში შესული დაახლოებით 800-მდე განაცხადიდან, ბინით მხოლოდ 20 ოჯახი დაკმაყოფილდება.

მინისტრის თქმით, განცხადების  ხელახლა  შეტანა არ  დასჭირდებათ და მომდევნო ეტაპზე მათ საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.

ქუთაისში ნიკეას დასახლებასა და  ჭავჭავაძის გამზირზე დევნილებისათვის გადასაცემად მზადდება ახალი ობიექტები. ასევე, ბინები გვაქვს სამტრედიასა და წყალტუბოში. ბინების გადაცემა ეს არის მუდმივი პროცესი. თუმცა უპირატესობა იმ ოჯახებს მიენიჭებათ, რომლებიც გაჭირვებულები არიან,“ - ამბობს დარახველიძე.

ქუთაისში დევნილი ოჯახებისათვის ახალი ბინების გადაცემა მაისიდან მოხდება.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა