|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაფიცულმა მძღოლებმა პარლამენტთან აქცია გამართეს

 ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობაზე გაფიცულმა მძღოლებმა დახმარებისათვის პარლამენტს მიმართეს.

ერთ-ერთი გაფიცული მძღოლის უჩა გოგიაშვილის თქმით, ისინი დღის განმავლობაში 15 საათს მუშაობენ, თუმცა დამსაქმებელმა კომპანიამ შპს „აკორდმა“ ყოველდღიური ხელფასი 25 ლარიდან 20 ლარამდე შეუმცირათ.

„გარდა ამისა, თუ მანქანას რამე გაუფუჭდა, ჩვენ ჯარიმებს გვაწერენ. სანამ აქ მოვიდოდით, მანამდე ხელმძღვანელობასთან შევიკრიბეთ და მოლაპარაკებას ვცდილობდით. მაგრამ გვითხრეს, ან ჩვენი პირობებით იმუშავებთ, ან აქედან წაეთრევით და სხვებს უფრო იაფად, 10 ლარად მოვიყვანთო,“ - ამბობს გოგიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შემოვლიტი გზის,  ქუთაისი-სამტრედია-ზესტაფონის მონაკვეთზე დასაქმებული მძღოლები დღეს გაიფიცნენ.

მძღოლების აქციაs პროფკავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის წარმომადგენლები შეუერთდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქმეს შეისწავლიან.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა