|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის საქმიანობაში აღმოჩენილი დარღვევები გამოძიებას გადაეგზავნა

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის“ წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიის საქმიანობაში მონიტორინგის შედეგად დარღვევები აღმოაჩინეს.

როგორც კოალიციის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, დარღვევები  შეეხება, როგორც თვითმმართველობის ბალანსზე რიცხული ავტომობილების ხარჯებს, ისე მერიის ჩინოვნიკების  მივლინებებთან დაკავშირებით თანხების გამოყოფასა და მერის სარეზერვო ფონდის ათვისებას. 

კოალიციის ერთ-ერთი წევრის ზურაბ ხურციძის თქმით, საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და მერიის რამდენიმე თანამშრომლის იტალიაში გაურკვეველი ვიზიტისათვის თანხა მერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

გამოვლენილი დარღვევების ამსახველი მასალა კოალიციამ უშიშროების დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ სამმართველოს გადაუგზავნა.    

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა