|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თინა ხიდაშელი: "ნაციონალები" ყველაფერზე არიან წამსვლელი"

საპარლამენტო უმრავლესობაში „ნაციონალების“ 19 აპრილის აქციის გამართვის მიზანი არ ესმით.  უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის თქმით, მისთვის გაუგებარია ვისთვის ან რისთვის იმართება ეს აქცია.

„20 წელია ქუჩაში დავდივარ და არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა აქცია ჩატარებულიყოს რომელსაც მოთხოვნა არა აქვს. ასეთი რამ არც საქართველოში და არც დედამიწის ზურგზე არ მომხდარა. ეს ღია კარის მტვრევა,  ჩვენ ვართ დედამიწის ზურგზე ევროპელები და სხვა არ არის, არ ვიცი რას ემსახურება.  ჩვენს ქვეყანაში ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება, იმიტომ, რომ  9 წლიანი ცემის, მომიტინგეებზე ნადირობის შემდეგ ქართული საზოგადოება ნახავს რას ნიშნავს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების პატივისცემა სახელმწიფოს მხრიდან,“ - ამბობს ხიდაშელი.  

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, „ნაციონალები“ ისეთი ხალხია, ყველაფერზე არიან წამსვლელი, თუმცა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ ხვალინდელ აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო წესრიგს უზრუნველყოფს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა