|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მანანა კობახიძე: "ნაციონალური მოძრაობა" სრულ პანიკაშია

საპარლამენტო უმრავლესობაში „ნაციონალების“ მიერ მათი აქტივისტების ტოტალურ დაშინებასთან დაკავშირებით გაკეთებულ  განცხადებას სრულ სიცრუედ აფასებენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მას შემდეგ სრულ პანიკაშია, რაც პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მხრიდან სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები გაჟღერდა.

კობახიძის თქმით, „ნაციონალებს“ ჰგონიათ, რომ რა მეთოდებითაც თვითონ უსწორდებოდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს, იგივე მეთოდებს იყენებენ მათ წინააღმდეგ.

არავინ არავის არ უკრძალავს მშვიდობიან მანიფესტაციაში მონაწილობის მიღებასპირიქით, ბატნმა ღრიბაშვილმა ამის შესახებ ისაუბრა მედიასთნ, რომ ყველა ზომას მიიღებს პოლიცია, აქციაზე  მისული ადამიანების უფლებების დასაცავად. ვინმეს იძულებ, შანტაჟ ან აშინება, ასეთი რამ არის ის მეოდი რა მეთოდითც ისინი ებრძოდნენ ქართულ ოცნებას, მაგრამ ჩვენი მეთოდი ეს ნამდვილად არ არის,"- ამბობს კობახიძე.

უმცირესობის წარმომადგენლის გოკა გაბაშვილის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თბილისის გარდა, მათი აქტივისტების ტოტალური დაშინება მიმდინარეობს და ამ პროცესში პოლიცია არის ჩართული.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა