|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტი: აქციაზე სტუდენტების მობილიზაცია არ მომხდარა

ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტის სადისპეჩერო სამსახურის თანამშრომლები სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ამოწმებენ. მათი ინფორმაციით, სასწავლო პროცესს ლექტორები და სტუდენტები ჩვეულ რეჟიმში ესწრებიან. "ხდება სასწავლო პროცესის შემოწმებადა შედეგების ჟურნალებში აღწერა. ლექტორები და სტუდენტები ადგილზე არიან და მათი დასწრება სტაბილურია. ვერ ვიტყვი, რომ გაცდენები არ არის. თუმცა ნამდვილად არ ხდება სტუდენტთა ჯგუფების თბილისის აქციაზე გადაყვანა,"- ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის  სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფოსი, იმერი ბასილაძე.

უნივერსიტეტში ასევე ადგილზე იმყოფება სტუდენტური თვითმართველობის თავმჯდომარე ირაკლი ჯიშკარიანი. ჯიშკარიანის ინფორმაციით, უნივერსტეტში თბილისის აქციაზე წასაყვანად სტუდენტების მობილიზაცია არ განხორციელებულა.  

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა