|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნარკომომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა

ქუთაისის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის მონაცემებით, ნარკომანიით დაავადებულების რიცხვმა იმატა.

ნარკოლოგიური ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის მანძილზე,  ნარკომანების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი 107–დან 122–მდე მერყეობდა. მიმდინარე წელს კი ცენტრს უკვე 140–მა ნარკომომხმარებელმა მიმართა.

"2012 წელს, 119 წამალდამოკიდებულ პაციენტს ვმკრუნალობდით. 2013 წელს, დღეის მდგომარეობით,  მათი რიცხვი 140–მდე გაიზარდა. აღნიშნული სიტუაცია ვთვლი, რომ გარკვეულწილად, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ამნისტიის შედეგია" – ამბობს newpress.ge-სთან საუბარში ქუთაისის სამხარეო ნარკლოგიური ცენტრის დირექტორი მერაბ ფოფხაძე.

წამალდამოკიდებული პაციენტები ქუთაისის სამხარეო ნარკოლოგიურ ცენტრში მეტადონის ჩანაცვლებით თერაპიას გადიან

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა