|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "საქართველოს ბანკის" 13 თანამშრომელი გაიფიცა

ქუთაისში, "საქართველოს ბანაკის" საინკასაციო სამსახურის 13 თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ბანკის შენობის წინ შეიკრიბნენ და ამ ფორმით  "საქართველოს  ბანკის" საინკასაციო სამსახურს გაუქმების გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

"საქართველოს ბანკმა" გადაწყვიტა რეორგანიზაცია და საინკასაციო სამსახურის გაუქმება. მივიღეთ შეტყობინება, რომ სამსახური მიმდინარე წლის 27 მაისს უნდა დავტოვოთ. ამდენ თანამშრომელს სამსახურის გარეშე გვტოვებენ, რაც უსამართლობაა", – ამბობს "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ერთ–ერთი სერვის–ცენტრის სინკასაციო სამსახურის თანამშრომელი, ჯაბა მუკბანიანი.

"საქართველოს ბანკის"  საინკასაციო სამსახურის თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქცია ორი დღის წინ  გამართეს.  რასაც,  როგორც თავად ამბობენ, ბანკის ხელმძღვანელობის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

საინკასაციო სამსახურის თანმშრომლები სამსახურის შენარჩუნებას ითხოვენ. 

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა