|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალყაში მყოფ დონბასის ბატალიონში ორი ქართველია

სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალყაში მოქცეულ დონბასის ბატალიონში ორი ქართველია. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. 
არსებული ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე ქართველი იბრძვის. დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკში უკრაინელი სამხედროების კოლონა, რომელიც მოხალისეეებისგან შედგება, ტერორისტების ალყის გარღვევას შეეცადა თუმცა, კვლავ ალყაში მოექცნენ. ინფორმაციას ამის შესახებ "დონბასის" ბატალიონის მეთაური სიმიონ სემენჩენკო ავრცელებს. 
"ალყიდან გამოსვლისას ჩვენი მებრძოლები კვლავ ალყაში მოექცნენ", - დაწერა ბატალიონ "დონბასის" მეთაურმა "ფეისბუქზე".
მისივე თქმით, უკრაინელმა სამხედროები ამ დროისთვის ბრძოლებს აწარმოებენ სეპარატისტებთან და სასწრაფო დახმარება სჭირდებათ. 

წყარო: ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა