|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის თანახმად, არჩევნებიდან 60-ე დღეს იმერეთის გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო საბჭო ჩამოყალიბდა. საბჭოს პირველი სხდომა დღეს, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში იმერეთის რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტის გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები არიან.

საკონსულტაციო საბჭოში ქუთაისის მუნიციპალიტეტს ქალაქის მერი, შოთა მურღულია და საკრებულოს თამჯდომარე, დავით დვალი, ასევე მერის მოადგილეები, ნოდარ მიქიაშვილი და კონსტანტინე ქავთარაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ბექა ყანჩელი და ნიკოლოზ ლატარია წარმოადგენენ. იმერეთის გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო საბჭო სამ თვეშ ერთხელ შეიკრიბება და ორი ძირითადი მიმართულებით, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე და დღეისათვის არარსებული რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე იმუშავებს. იმერეთის გუბერნატორის, ზაზა მეფარიშვილის ინიციატივით, საკონსულტაციო საბჭო ქუთაისის გარდა რეგიონებშიც შეიკრიბება. 
"საბჭოს შექმნა ჩემთვის საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ რეგიონებთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდეს," - გაბაცხადა ზაზა მეფარიშვილმა. საბჭოს დღევანდელი სხდომა იმერეთის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესებს შეეხებოდა. იმერეთის გუბერნატორმა რაიონების გამგებლებს სხვადასხვა საკითხებში რეკომენდაციები მისცა, მათ შორის ერთ-ერთი 1 სექტემბრიდან სამუშაო დღის 9 საათზე დაწყება იყო.

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა