|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

1 სექტემბრიდან იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია მუშაობას 9 საათზე დაიწყებს

1 სექტემბრიდან იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატი სამუშაო დღეს 9 საათიდან დაიწყებს. აღნიშნულის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა გუშინ, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მეფარიშვილმა სამუშაო დღის 9 საათზე დაწყების რეკომენდაცია ასევე, სხდომაზე მოწვეულ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლებსაც მისცა.
საჯარო სამსახურებში სამუშაო დღის 9 საათზე დაწყების ინიციატივით პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა.


ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა