|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პირველკლასელთა რეგისტრაცია 1-ელ და 2 სექტემბერსაც იქნება შესაძლებელი

პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის განათლების სამინისტრო დამატებითი ვადებს აცხადებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს , ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო პირველკლასელთა რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადებში ვერ უზრუნველყო შვილის სკოლაში რეგისტრაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებით ვადებად განისაზღვრა 1-ელი და 2 სექტემბერი.
რეგისტრაციისათვის საჭიროა ბავშვის მშობელმა, ან კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართოს სკოლას და თავისუფალი ადგილების არსებობის შემთხვევაში, სკოლას წარუდგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაცია.
რეგისტრაციის უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთაც 2015 წლის 1-ელ იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობდნენ კერძო სკოლის მოსამზადებელ კლასში და შეუსრულდათ 5 წელი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს ყველა მშობელს, რომელთა შვილების ასაკიც შეესაბამება კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სკოლაში ჯერ კიდევ არ არიან რეგისტრირებულნი, 1-ელ და 2 სექტემბერს მიმართონ სკოლებს და არ დატოვონ შვილები ზოგადსაგანმანათლებლო სივრცის მიღმა.

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა