|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კობა რიგვავა დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფომაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ კობა რიგვავამ ქუთაისის ცენტრალურ პარკში განთავსებული ნაყინის სარეალიზაციო პუნქტების შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ინდმეწარმეს დაუწესა ყოველთვიური გადასახადი, რომელსაც სისტემატურად ართმევდა ქრთამის სახით. 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა