|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს საპატრიარქო 27 ბიზნესკომპანიას ფლობს

საქართველოს საპატრიარქო 27 ბიზნესკომპანიას ფლობს – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აცხადებს და შესაბსმისი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელთა თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქვეყნის მასშტაბით გარკვეული ბიზნესინტერესებიც აქვს. ეკლესია უშუალოდ არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა საპატრიარქო 27 კომპანიას ფლობს, რომლებიც რამდენიმე სამეწარმეო სფეროში მოქმედებენ, მათ შორის წყლის ბიზნესი, განათლება და ა.შ. 

აქვა გეო

„აქვა გეო“ მინერალურ წყალ „სნოს“ აწარმოებს. პროდუქციის სახელწოდება პატრიარქ ილია II-ის მშობლიური სოფლის სახელიდან მოდის. კომპანია 2009 წელს დარეგისტრირდა და საპატრიარქო ამჟამად მის 20%-ს ფლობს (2010 წ. აპრილამდე საპატრიარქოს კომპანიის 80% ეკუთვნოდა), დანარჩენი წილის მფლობელი კი ვახტანგ ლიპარტიანია. ეკლესიასთან ლიპარტიანის სხვა ბიზნეს კავშირები არ იკვეთება.

2014 წლის თებერვალში ვახტანგ ლიპარტიანმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა ალექსანდრე ხარებავამ პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებას“ თითოეულმა 37,353 ლარი შესწირა. 2011 წლის იანვრამდე ხარებავა საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილი კრწანისის ტყე-პარკის დირექტორი იყო.

2012 წლის დასაწყისიდან მოყოლებული „აქვა გეომ“ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ჩატარებულ 26 სამთავრობო სატენდერო კონკურსში გაიმარჯვა (სულ 45-ზე მეტ ტენდერში მონაწილეობდა), რომელთა საერთო ღირებულება 502,145 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ტენდერებთან ერთად 2012 წლის თებერვლიდან მოყოლებული კომპანიას ტენდერების გარეშე, გამარტივებული შესყიდვის პროცედურის გამოყენებით, დამატებით კიდევ 166 სამთავრობო კონტრაქტი გაუფორმდა, რომელთა საერთო ღირებულება 200,000 ლარზე მეტს შეადგენს.

  იხილეთ ვრცლად.

http://commersant.ge



ავტორი: ნიუპრესი